დადასტურებულად — ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, თუ პარი სენ-ჟერმენი კანგ-ინ ლის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას მიიღებს, პარიზული კლუბი 25 წლის ფეხბურთელს აუცილებლად შეელევა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
პარიზული კლუბის ამ გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელის პოზიციაც ემთხვევა. როგორც ცნობილი ხდება, თავად კანგ-ინ ლიც გუნდის შეცვლას სერიოზულად განიხილავს, რადგან სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
კანგ-ინ ლის პარი სენ-ჟერმენთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით €30-35 მილიონს შეადგენს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, სამხრეთკორეელი ფეხბურთელის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ზემოხსენებული წყაროების ცნობით, 25 წლის ვინგერით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება.















