ალექსანდრე თოფურიას ბრძოლასთან დაკავშირებით, ქართველი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და ალექსანდრეს მეგობარი ლაშა გურული განცხადებას ავრცელებს:
"ერთი ბრძოლა ვერ შეცვლის იმას, ვინც ხარ. მე ვიცი შენი გული, შენი შრომა და შენი ხასიათი. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ძმაო! ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული. ვინც იცის, რისი გავლა მოუწია, ყველაფერს კარგად გაიგებს. პატივისცემა, ძმაო! ყოველთვის შენს გვერდით ვარ! ვამაყობ შენით, ჩემო ძმაო!" - წერს ლაშა გურული.
შეგახსენებთ, ალექსანდრე თოფურია დოჰაში გამართულ UFC Fight Night ივენთზე სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.















