დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
ბოლო ტურის წინ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მიზანი დარჩა - დაამარცხოს უკრაინა და შეინარჩუნოს ადგილი B ლიგაში.
ერთა ლიგის ახალი წესების თანახმად, მესამე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად რჩება B ლიგაში, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრები კი B/C ლიგაში გასავარდნ, დასარჩენ ფლეი-ოფს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ რამაზ სვანაძის გუნდს ამ ერთა ლიგაზე გოლიც კი არ აქვს გატანილი, შესაძლებელია, რომ ბოლო ტურში უკრაინასთან მოგებით, B ლიგაში დავრჩეთ.
რატომ არის უკეთესი B ლიგაში დარჩენა? - ამ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაძლოა 6 გუნდიან ჯგუფში მოვხვდეთ და ციკლი მარტიდანვე დავიწყოთ, რაც, ალბათ, ჩვენი ნაკრებისთვის უკეთესია.
ხოლო თუ ერთა ლიგის ფლეი-ოფის თამაში მოგვიწევს, ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ავტომატუად სექტემბრიდან ვიწყებთ, რადგან ფლეი-ოფის მატჩები მარტში გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ B ლიგაში გადასვლის შემდეგ ზედიზედ ორი ციკლი ჩავაგდეთ, მაინც ამ ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში სჯობს და არა C ლიგაში ისეთ სუსტ ნაკრებებთან, რომელბთანაც მოვიგებთ...











