დადასტურებულად — პსვ კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე მუშაობს! ნიდერლანდურ კლუბსა და გამოცდილ ბელგიელ ნახევარმცველს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც მხარეებმა პოტენციური ტრანსფერი განიხილეს.
რამდენიმე საათის წინ გაცნობეთ, რომ დე ბრუინი ნაპოლის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ბელგიელსა და ალეგრის შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს, რის ფონზეც 35 წლის ფეხბურთელი გუნდის გამოცვლას იანვარშივე ფიქრობს.
რაც შეეხება ნაპოლის პოზიციას - "პარტენოპეის" დე ბრუინის იანვარში გაშვება არ სურს, თუმცა, თუ ფეხბურთელმა წასვლა დაჟინებით მოითხოვა, უდიდესი ალბათობით, აურელიო დე ლაურენტისი ბელგიელის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
დე ბრუინის პსვ-ში პოტენციური ტრანსფერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.


















