არმან ცარუკიანი აბუ დაბიში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა.შეგახსენებთ, რომ RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა. დაღესტნელების მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე, არამედ ყოვლად უღირსი ქმედებებით, ზურგს უკან მოულოდნელი შეტევით რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთან.
"მსგავსი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა. ეს ჩვენი სპორტის ნაწილია. ასეთი რამ თითქმის ყველა ღონისძიებაზე არის. ზოგჯერ კამერები აფიქსირებენ, ზოგჯერ - არა. ამჯერად ვიღაცამ ინციდენტი დააფიქსირა და გადაიღო. გამიკვირდა, რომ წინა ვიზიტის დროს მერაბს არაფერი დაემართა.
ეს მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. შენს ძმას სილა გააწნეს და ამის გამო არაფერი მომხდარა. უსმანსაც იგივეს გაკეთება უნდოდა. ჩხუბი არ სურდა....უბრალოდ სილის გაწნა", - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.














