კონფერენს ლიგის ფაზის შეხვედრა კოპენჰაგენსა და იბერიას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"ამ სამი თამაშიდან, რაც კონფერენს ლიგაზე ჩავატარეთ, ფაქტია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან დავმარცხდით, თუმცა ასეთი დონის გუნდს სტუმრად ამდენი მომენტი შეუქმნა და ტოლსწორად ეთამაშო, დასაფასებელია.
ჩვენი მიზანია, ყოველ თამაშე უკეთესები ვიყოთ და შევიძინოთ ის გამოცდილება, რასაც ახლა ვიღებთ, იმედია, მომავალ წელსაც აქ ვიქნებით და ამ შეძენილი გამოცდილებით სხვანაირად ვითამაშებთ.
ასე რომ იშრომებ, გულს და სულს რომ ჩადებ და ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ყველაფერი წყალში იყრება, დასანანია. ვფიქრობ, გოლი ჩასათვლელი იყო. მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს კარგი მსაჯობა არ იყო, თუმცა შედეგზე ყოველთვის პასუხისმგებელი მე ვარ", - განაცხადა კორღალიძემ.












