პრემიერ ლიგის მწვრთნელების გათავისუფლებების ისტორია ასეთია - 77 ცვლილებიდან 2016/2017 წლების სეზონის მერე, 32, კალენდარული წლის უკანასკნელ 10 კვირაში მოხდა. ოქტომბრის მიწურულს საკონფერენციო დარბაზებში აურზაური იწყება, ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში ცხადი ხდება, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა.
ეს ყოველწლიურად ხდება, გამონაკლისების გარეშე. ამ სეზონში, როგორც ვეჭვობთ, არაფერი შეიცვლება. აგვისტოში სუფევდა ოპტიმიზმი და იმედი, რომელიც თანდათან უკვე ქრება რამდენიმე ინგლისურ კლუბში, რომელსაც უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავკაცის შეცვლაზე დაფიქრდეს.
მათ შორის არის მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელიც ფიქრობს - ხომ არაა დრო კიდევ ერთი მწვრთნელის გათავისუფლების გუნდში, სადაც ცოტა ხნის წინ ერთსა და იმავე დამრიგებელს 27 წელი ჰქონდა ნამუშევარი. მართალია, "წითელმა ეშმაკებმა" რომასთან მოიგეს ქამბექით, მაგრამ იქამდე სერია გამარჯვების გარეშე 9 შეხვედრას მოიცავდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჯალოროსისთან" გამარჯვებას მაიკლ კერიკის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოესწორებინა. იქ, სადაც არიან ოლდ ტრაფორდის მკვიდრები, არის ტოტენჰემიც, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის სტარტზე ასევე ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად იქცა. ამის მიუხედავად, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იუნაიტედის თავკაცისგან განსხვავებით, რობერტო დე ძერბის ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.
19 ოქტომბრიდან - დღემდე, ლონდონურმა გუნდმა გამოაცხო სერია სამი გამარჯვებით, მათ შორის იყო მოგება თანაქალაქელ ჩელსისთან. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, გაშვების ნომერ 1-ელი კანდიდატი იყო იტალიელი სპეციალისტი, მაგრამ უკანასკნელმა წარმატებებმა მისი გაშვება გადაავადეს. რაც შეეხებათ გაგდების სხვა კანდიდატებს: ალვარო არბელოა (ფულჰემი) და პიერ საჟი (კრისტალ პალასი).











