საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, პორტუგალიის ნაკრებს 29 ნოემბერს უმასპინძლებს.
მატჩი "თბილისი არენაზე" გაიმართება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს 12:00-დან biletebi.ge-ზე დაიწყება.











