კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მისი მონაგარი ასეთია - 234 მატჩი, 146 გოლი. ციფრები, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ხელშეუხებელი კიდევ დიდხანს დარჩება. თავად განსაჯეთ: უახლოესი მოქმედი მოთამაშე, ვინც ახლოსაა პორტუგალიელ ფორვარდთან რომელუ ლუკაკუა, რომელსაც 52 ბურთით ნაკლები აქვს.
შემდეგ მოდიან რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი, ვისაც ალ ნასრის კაპიტანზე 54 - 55 გოლით ნაკლები აქვთ გატანილი. პრაქტიკულად არარეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი ფორვარდები საერთაშორისო კარიერის ფინიშისკენ მიდიან. შედარებით ახალგაზრდებში გამოსარჩევები არიან კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი, მაგრამ "ლუზიტანთა" ლეგენდარული მე-7 ნომერი მათ ჯერჯერობით ასტრონომიულად უსწრებს.
მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო რეკორდთან ყველაზე ახლოს არიან
| კრიშტიანუ რონალდუ | 146 გოლი | პორტუგალია |
| რომელუ ლუკაკუ | 94 გოლი | ბელგია |
| რობერტ ლევანდოვსკი | 92 გოლი | პოლონეთი |
| ჰარი კეინი | 91 გოლი | ინგლისი |
| მოჰამედ სალაჰი | 68 გოლი | ეგვიპტე |
| კილიან მბაპე | 67 გოლი | საფრანგეთი |
| ერლინგ ჰოლანდი | 65 გოლი | ნორვეგია |











