შონ ო'მალიმ განაცხადა, რომ UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში პიოტრ იანის დამარცხება მხოლოდ მას შეუძლია. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში ამერიკელმა მებრძოლმა ერთხელ უკვე მოუგო რუს მეტოქეს, მაგრამ გაყოფილი გადაწყვეტილებით. ბევრის აზრით, აღნიშნულ ჩხუბში "დაუნდობელი" წაგებას არ იმსახურებდა.
"ვიცი, თუ რა უნდა გავაკეთო იანის დასამარცხებლად. პირველ რიგში მას დგომში უნდა ვაჯობო. ის ეცდება ჭიდაობას, ისე, როგორც ჩვენს პირველ ჩხუბში. პიოტრს იმდენი, რამდენიც ჩემთან, არავისთან უჭიდავია. მასთან მოგება ურთულესია, მაგრამ მე საამისოდ შესაფერისი სტილი მაქვს. ამის გაკეთება მხოლოდ მე შემიძლია.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გავიმარჯვებ - რაუნდებით, ნოკაუტით, მსაჯების გადაწყვეტილებით თუ "ძარცვით", მე ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო", - განაცხადა "შუგამ". შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილთან მოგებით, რუსმა მებრძოლმა თავის კარიერაში ქამრის პირველი დაცვა განახორციელა.














![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)

