პრესაში აქტიურად იწერება ალექსანდერ ვოლკანოვსკის მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლის თაობაზე და მას ჯასტინ გეიჯის სახელიც დაუკავშირეს. თავად ავსტრალიელმა მებრძოლმა გამოთქვა არმან ცარუკიანთან ჩხუბის სურვილი, რაზეც ამ უკანასკნელმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"საინტერესო ბრძოლა იქნებოდა. ჩემთვის ვოლკანოვსკი იდეალური მეტოქეა, რადგან ბებერია და აღარაა ისეთი, როგორც ადრე. მინდა, რომ შედგეს აღნიშნული ჩხუბი, რადგან მარტივად მოვიგებ", - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა. შეგახსენებთ, მოვსარ ევლოევის დამარცხებით, ავსტრალიელმა ვეტერანმა ქამარი 66 კგ-ში ჯამში მეხუთედ დაიცვა.
პრესაში ფიგურირებს ილია თოფურიას სახელიც, როგორც ალექსანდერის, ისე "ჰაილაითის" სავარაუდო მეტოქეების სიაშიც. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება გეიჯის შემდეგი ნაბიჯი, ქამრის დაცვა თუ კარიერის დასრულება.
















