ვენის ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილასვილი მსოფლიოს გამორჩეულ მოთამამაშეს კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ჩოგბურთელი თვეების უთამაშებელი იყო, პირველი სეტი მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა და 6:1 გაიმარჯვა.
მეორე სეტში ბასილაშვილი თავიდანვე დააბრეიკეს, თუმცა თამაშში მალევე დაბრუნდა, უკუ-ბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი ბრეიკამდე მიიყვანა.
ტაი ბრეიკი საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ბასილაშვილს ოთხი სეტ-პოინტი ჰქონდა, ალკარასმა კი ოთხივე გადაარჩინა, თავის მხრივ ესპანელს ოთხი მატჩ-პოინტი ჰქონდა, საიდანაც ერთი გამოიყენა, 13:11 მოიგო და ვენის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.
QUÉ FINAL, MADRE MÍA 🥵 Carlos Alcaraz derrotó a Nikoloz Basilashvili por 6-1 y 7-6 (11) para avanzar a cuartos de final del ATP 500 de Viena. Una locura ese tiebreak. https://t.co/i1VY4JScaf
— Tiempo De Tenis (@Tiempodetenis1) October 29, 2026

















