ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ATP 250-ის ჩენგდუს ტურნირზე შესანიშნავი ასპარეზობა განაგრძო და მეოთხედფინალში ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ორ სეტში — 6:4, 7:6(4) მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოოიპოვა.
ბასილაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. მან ჯერ ჩინელი ჰანლეი ლუ დაამარცხა 6:2, 6:0, შემდეგ კი იტალიელ ფედერიკო ჩინას სძლია 6:3, 6:2 და ძირითად ბადეში მოხვდა.
Through to a first ATP semi-final in 4 years 💫
— Tennis TV (@TennisTV) September 27, 2026
Nikoloz Basilashvili reaches the last four in Chengdu after beating Brooksby#ChengduOpen pic.twitter.com/5FDGsMy6Ku
ძირითად ბადეში ქართველმა პირველივე შეხვედრაში სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი დაამარცხა — 7:6(3), 6:4. შემდეგ ბასილაშვილმა მსოფლიოს რეიტინგის მე-40 ნომერი, ნიდერლანდელი ბოტიკ ვან დე ზანდსხულპი 6:4, 7:5 დაამარცხა.
ბრუკსბისთან გამარჯვებით კი ნიკოლოზმა ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი ჩოგბურთელის პირველი ATP ტურის ნახევარფინალია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და შანსი გაუჩნდა, კარიერაში მე-6 ტიტული მოიგოს.
ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ალექსანდრ მულერსა და ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას შორის გამარჯვებული იქნება.

















