ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში ვილიარეალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთამდე მასპინძელი კატალონიელები აგებდნენ 0:2-ს, მაგრამ შემდეგ, ქამბექი შემოგვთავაზეს. "ყვითლების" მხრიდან 86 წუთი ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ შედეგიანი მოქმედება მას არ განუხორციელებია.
ბარსელონა 3:2 ვილიარეალი
გოლები: 0:1 ტეიჯონ ბიუკენენი 5', 0:2 ტანი ოლუვასეი 7', 1:2 ჟერარ მარტინი 57', 2:2 ფერმინ ლოპესი 61', 3:2 პაუ ნავარო (ავტოგოლი) 67'.











