ალექსანდრე თოფურიას წაგებასთან დაკავშირებით, ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს:
"როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ბევრს აინტერესებდა, რატომ არ იყენებდა კომბინაციებს, რატომ არ ცდილობდა მეტოქის დაგდებას ან რატომ არ ჰქონდა დაცვა სათანადოდ აწყობილი. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვიხილეთ ის ალექსი, რომელსაც ყველა ვიცნობთ.მიუხედავად იმისა, რომ მხარი ამოვარდნილი ჰქონდა და იძულებული გახდა, ბრძოლის გეგმა შეეცვალა, მან მაინც შეძლო ბრძოლის მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე მიყვანა. ეს ფაქტი მის ხასიათზე ყველაფერს ამბობს.მეტოქის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს, თუმცა არ შემიძლია არ დავფიქრდე, რა მოხდებოდა, ჩემი ძმა 100%-ით მზად რომ ყოფილიყო.ამ სპორტში წლები გავატარე და ერთი რამ ვისწავლე: ადამიანები გაკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, მოიგებ თუ წააგებ. ჩვეულებრივ, ეს საერთოდ არ მადარდებს, მაგრამ როცა საქმე ჩემს ძმას ეხება, ჩუმად ვერ ვიქნები.მათ, ვინც სხვის მარცხს ზეიმობს: საკუთარ უბადრუკ ცხოვრებაზე იფიქრეთ. თქვენი შური და სიძულვილი თქვენზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენზე ოდესმე იტყვის.წლების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ, ჩვენით ესარგებლათ. იმის ნაცვლად, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ იმისთვის, რაც მათთვის გაგვიკეთებია, ზოგიერთმა ტყუილების გავრცელება და ზურგს უკან ჩვენზე საუბარი არჩია. თუ ამას კითხულობთ და ფიქრობთ, თქვენზე ვსაუბრობ თუ არა, დიდი ალბათობით, სწორედ თქვენ გგულისხმობთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!ძმაო, წარმოუდგენლად ვამაყობ შენით. ამ წელმა ორივეს გვასწავლა, რომ მეომრებიც მარცხდებიან, თუმცა მარცხი კაცს არ განსაზღვრავს. მთავარია, როგორ წამოდგები.და ჩვენ ყოველთვის წამოვდგებით,"- წერს სოციალურ ქსელში ილია თოფურია.
შეგახსენებთ,ალექსანდრე თოფურია დოჰაში გამართულ UFC Fight Night ივენთზე სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.















