სერია ა-ს მე-12 ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ბერგამოს ატალანტას, რომელთანაც უხვგოლიან მატჩში ითამაშა ფრე, ანგარიშით 4:4. აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" 2-ჯერ იგებდა 2-ბურთიანი სხვაობით, მაგრამ "ლა დეამ" საბოლოოდ 1 ქულის გადარჩენა მაინც შეძლო.
ატალანტა 4:4 ინტერი
გოლები: 0:1, 0:2, 1:3 ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 16', 32', 52', 1:2 ელიფ ელმასი 35', 2:3, 3:4 ჩარლ დე კეტელარე 72', 80', 2:4 პეტარ სუჩიჩი 76', 4:4 ფრენკ კესი 90+1.











