UFC 331-ზე არმან ცარუკიანმა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა მაურისიო რუფი, რითაც მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. საუბარია წონაზე, რომელშიც სომეხი მებრძოლის გარდა ბინადრობენ ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი და სხვები.
დიახ, "ახალქალაქელი" უკვე საკმარისად მომწიფდა საჩემპიონო ბრძოლისთვის, თუმცა ამერიკულ - ქართული რემატჩიც საკმაოდ აქტუალურ თემად რჩება. როგორც ცნობილია, "მატადორი" განიხილავს მხოლოდ "ჰაილაითთან" დილოგიას, მაგრამ ფაქტია, პრომოუშენს უკვე ცარუკიანისთვისაც აქვს შესანახი ადგილი.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი სავარაუდო სცენარი - 37 წლის ჩემპიონისა და თოფურიას რემატჩი, შემდეგ კი მათ შორის გამარჯვებული ქამარს დაიცავს სომეხ მებრძოლსა და "ბედის" შორის მოგებულთან, ან პირიქით: გეიჯი-არმანი და ილია-პიმბლეტს შორის საუკეთესოები ერთმანეთის პირისპირ.
მსუბუქ წონით დივიზიონში კონკურენცია იმდენად დიდია, რომ "კურთხეულისა" და "დუ ბრონქსის" დონის ლეგენდებიც კი ამ ეტაპზე მეორე პლანზე არიან გადაწეულნი. აღარაფერს ვამბობთ დანარჩენებზე: რაფაელ ფიზიევზე, მატეუშ გამროტზე, რენატო მოიკანოზე, ბენუა სენ დენიზე, კუილან სოლკილდზე და სხვებზე.

















