ოფიციალურად: ენდრიკი მოედანზე დაბრუნებას უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრავმა აქვს, რის გამოც გარკვეული პერიოდით გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს.
როგორც მადრიდული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, ბრაზილიელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მომზიდველი კუნთი აქვს დაზიანებული. საბედნიეროდ, 20 წლის ფორვარდი მძიმე ტრავმას გადაურჩა.













