UFC-ის ერთ-ერთმა პირველმა ჩემპიონმა, ოლეგ ტაკტაროვმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ბრძოლის თაობაზე ისაუბრა. ვეტერანი რუსი მძიმეწონოსნის თქმით, ქართველ მოწინააღმდეგესთან ჩხუბი სომეხი მებრძოლისთვის შესაძლოა თვითმკვლელობის ტოლფასი იყოს.
"მახაჩევი-თოფურია? ეს ბრძოლა აღარც განიხილება. შეხედეთ მათ გაბარიტებს - ერთი მათგანი გამოდის საშუალო წონით დივიზიონში, მეორე კი გეიჯისთან შედარებითაც პატარა იყო. რაც შეეხება ცარუკიანს, ილიასთან ჩხუბი მისთვის იქნება ტანკის ქვეშ შევარდნა და მან ეს ძალიან კარგად იცის.
არმანს ჯასტინთანაც კი უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე ქართველ ყოფილ ჩემპიონთან. მეტსაც გეტყვით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ სომეხმა მებრძოლმა ამერიკელ მოწინააღმდეგეს მოუგოს, მაგრამ "მატადორთან" ჩხუბი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება", - განაცხადა "დათვმა".


















