UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან რევანშის შესაძლებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც ავსტრალიელს მოუგო 66 კილოგრამში, სწორედ ქართველია. ქამრის დაუფლების შემდეგ, მან 70 კილოგრამში გადაინაცვლა.
"რევანშის აღების შესაძლებლობა ყოველთვის კარგია. არაფერი მაქვს თოფურიას საწინააღმდეგო, ის კარგი ბიჭია და ერთმანეთს ვუგებთ, თუმცა კონკურენცია მიყვარს. დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ თავს ილიას წინააღმდეგ კიდევ ერთხელ. რთული სათქმელია, როგორ გამოვა ეს ყველაფერი.
ბევრი რამ გეიჯის მომდევნო ნაბიჯზე იქნება დამოკიდებული. თუ დაასრულებს კარიერას, შესაძლოა, მე და თოფურიამ ვაკანტური ქამრისთვის ვიჩხუბოთ. ცხადია, არც ჯასტინთან დუელზე ვიტყვი უარს. მოვიგებ თუ წავაგებ, კარიერას დავასრულებ", - განაცხადა "დიდებულმა".

















