ცოტა ხნის წინ დასრულდა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით დაახლოებით 22:00 საათიდან. რაც შეეხება უშუალოდ პრესკონფერენციას, ორივე მებრძოლი თავის წარმატებაშია დარწმუნებული.
მერაბ დვალიშვილი - "ყველაფერი კარგად არის. წონის კლება მიდის მშვენივრად, კარგად ვგრძნობ თავს, ჯანმრთელი ვარ და ჩხუბისთვის მზად ვარ. საქართველო, მიყვარხარ. დავიხარჯები ბოლომდე, როგორც მჩვევია და როგორც ჩვენ გვეკადრება. ყველა ქომაგის მადლიერი ვარ. შაბათს ძალიან მაგრად ვიჩხუბებ.
ჩემპიონი გავხდები და აქტიური ვიქნები. მენტალურად ძალიან ძლიერი ვარ. ყველაფერი ბრძოლაზე არის დამოკიდებული და ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, ისაა, რომ ოქტაგონში ვიყო ის, ვინც რეალურად ვარ. საკუთარი თავისა და სტილის მჯერა, მოგება შემიძლია", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
პიოტრ იანი - "ჩემთვის ეს ახალი ბრძოლა არის და არ მინდა წინა დაპირისპირებების შესახებ ვიფიქრო. დიდი მიზანი მაქვს - მინდა დვალიშვილი დავანგრიო და ქამარი დავიცვა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და 2 ოქტომბერს მერაბს კიდევ ერთხელ დავანგრევ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გუნდის მიერ დაწერილ გეგმას მივყვე და მოწინააღმდეგე მეთოდურად, ნაწილ-ნაწილ დავშალო.
დვალიშვილის დანოკაუტების შესაძლებლობა თუ გაჩნდება, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ცხვირს კიდევ ერთხელ გავუტეხავ და ამჯერად დაზღვევა ვერ უშველის. წინა ჩხუბში გდების 20 თუ 30 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დგომში ყოფნა მოუწია. ახლა ჭიდობა უნდა და ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვარწმუნებ, არაფერი გამოუვა", - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.














