ოფიციალურად: სამუელ ჩუკვუეზემ მარცხენა თეძოს პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალისტის კონსულტაცია გაიარა და საინექციო მკურნალობა დაიწყო. მკურნალობის შედეგების შესაფასებლად ფეხბურთელს 10-15 დღეში ხელახლა შეამოწმებენ.
იტალიური გამოცემების ცნობით, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, შეძლებს თუ არა მილანის ნიგერიელი ფეხბურთელი მიმდინარე წელს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, მილანში ტრავმები მატეო გაბიასა და ალექსის სალმაკერსსაც აწუხებთ. ორივე ფეხბურთელი ვარჯიშს 2027 წელს განაახლებს.












