როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-ს ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო, 7-დან 9 თვემდე იუქმებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს ამ დიდი დანაკლისის ანაზღაურება ადგილობრივი ფეხბურთელებითაც შეუძლია, ესპანელი სპეციალისტი აცნობიერებს იმას, თუ რა მძიმე და დამღლელი სეზონი ელის და კვარას შემცვლელის ძიებაშია.
გავლენიანი ბრიტანული გამოცეები წერენ, რომ ენრიკე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტთან ესტევაოსთან.
19 წლის ესტევაო ჩელსიში თამაშობს, თუმცა დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა. სამაგიეროდ, მან თავი სანაკრებო პაუზაზე გამოიჩინა და ბრაზილიის ნაკრების მაისურით ინდოეთთან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ ჩელსისთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს და ესტევაო იანვარში იჯარის წესით პსჟ-ში ითამაშებს.











