ქვემსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ დაცვის შემდეგ, ალექსანდერ ვოლკანოვსკის სახელი ჯასტინ გეიჯის დაუკავშირეს. ავსტრალიელ მებრძოლს მოსწონს "ჰაილაითთან" ჩხუბის პერსპექტივა და მან ისიც აღნიშნა, რომ მოგება იქნება თუ წაგება, ის კარიერას დაასრულებს.
"გეიჯისთან ბრძოლა? ეს არის მოვლენა, რის შემდეგაც კარიერას დავასრულებ. არ აქვს მნიშვნელობა, გამარჯვება იქნება თუ მარცხი, სპორტიდან წავალ. ეს იქნება ჩხუბი, რომელშიც 38 წლის ბიჭები საუკეთესოს ვინაობას გაარკვევენ. როცა ამას გავაკეთებთ, წავალთ და ასპარეზს ახალგაზრდებს დავუთმობთ", - განაცხადა "დიდებულმა".
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკის ერთხელ უკვე ჰქონდა მსუბუქ წონით დივიზიონში ბრძოლის შესაძლებლობა. 2023 წელს მან ქვემსუბუქის ქამარი ვაკანტური გახადა და 70 კილოგრამში ისლამ მახაჩევს ეჩხუბა. ავსტრალიელმა მებრძოლმა რუს მოწინააღმდეგესთან 2 ჩხუბი წააგო.

















