UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა.
"ის, რაც გეიჯიმ გააკეთა, ვგულისხმობ თეთრ სახლში თოფურიას დამარცხებას, კომბატ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა. ამას ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, ჯასტინმა სამყარო შოკში ჩააგდო. მას ახლავე შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.
"ჰაილაითს" ისედაც ჰქონდა ბრწყინვალე კარიერა, ილიას დამარცხებით კი ის MMA-ს ისტორიაში ერთი-ერთი საუკეთესო გახდა. მის ადგილზე სწორედ ლამაზად წასვლას ვარჩევდი", - განაცხადა UFC-ის კომენტატორმა.

















