მადრიდის რეალის ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ, ყველა დროის საუკეთესო მეკარეების ხუთეული დაასახელა. საინტერესოა, რომ ბელგიელმა საკუთარ თავს რეიტინგში მეხუთე ადგილი მიუჩინა.
კურტუას ხუთეული ასე გამოიყურება:
- მანუელ ნოიერი
- ჯანლუიჯი ბუფონი
- იკერ კასილიასი
- პეტერ ჩეხი
- ტიბო კურტუა
ამასთან ერთად, კურტუამ იმაზეც ისაუბრა, თუ რა რთულია მეკარისთვის ოქროს ბურთის მოგება და რა არის საჭირო ამისთვის.
"შეიძლება ჩვენ, მეკარეებმა, შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ, მაგრამ შემდეგ მბაპემ ბოლო წუთზე გაიტანოს გოლი და ხალხს მხოლოდ ეს დაამახსოვრდეს.
მეკარეს შეუძლია ოქროს ბურთის მოგება, მაგრამ არ ვიცი, როგორი სეზონის ჩატარება იქნება ამისთვის საჭირო. ყველაფერი უნდა მოიგო, თან გუნდში კიდევ ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გყავს, რომლებიც შესანიშნავად თამაშობენ.
როდესაც ერთ გუნდში ვარ ვინისიუსთან, ჯუდ ბელინგემთან, კილიან მბაპესთან და არდა გიულერთან ერთად... როგორ უნდა მომცენ ხმა მე?", - განაცხადა კურტუამ.











