30 ნოემბერს, თბილისის ცენტრში, ორთაჭალაში, ფუნქციონირებას იწყებს ევროპული საკალათბურთო აკადემია EBA, რომლის მთავარი მიზანი ქართულ კალათბურთში ევროპული საწვრთნელი სტანდარტებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაა.
აკადემია ახალგაზრდა კალათბურთელებს გამოცდილი ქართველი და უცხოელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით მომზადების შესაძლებლობას შესთავაზებს. საწვრთნელი პროცესი საერთაშორისო გამოცდილებასა და ევროპულ საკალათბურთო ფილოსოფიას დაეფუძნება და მოთამაშეთა ტექნიკური, ფიზიკური და ტაქტიკური უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
აკადემია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თითოეული კალათბურთელის ინდივიდუალურ განვითარებას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეები პროფესიული სპორტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
EBA-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და წამყვან ქართულ და უცხოურ სპორტულ სააგენტოებთან და აგენტებთან თანამშრომლობა იქნება. აკადემიის მიზანია პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და ევროპულ კლუბებში კარიერის გაგრძელებისთვის ახალი გზების შექმნა.
ევროპული საკალათბურთო აკადემია მიზნად ისახავს, ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოში მისცეს ევროპული დონის მომზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რაც მათ პროფესიული კარიერის განვითარებაში დაეხმარება.
გახსნა: 30 ნოემბერი, 2026 წელი
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა.











