მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში ფეხბურთელების ხშირ ტრავმიანობას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ბოლო ერთ თვეში მძიმე ტრავმა ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა მიიღეს, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი, დეზირე დუე და სხვები არიან.
"ხშირი ტრავმიანობა? - ასეთია ცხოვრება, თუ ფულის შოვნა გვსურს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და რისკებზე უნდა წავიდეთ.
თუ რომელიმე ფეხბურთელს გაფიცვა სურს იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ ანაზღაურება 50%-ით შეიმციროს...ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ რეალობას, რომლის წინაშეც ვართ"
ლუისენრიკეს ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ მზად იყო ხელფასის 20%-ზე უარი ეთქვა, ოღონდ პრესკონფერენციებზე აღარ დასწრებოდა.
ჟურნალისტმა მოურინიოს ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა მსგავს შეთავაზებას:„არა, არა, მე არა! პატივს ვცემ ლუისს, მაგრამ ჩემს ხელფასს ნუ შეეხებით!“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურის მატჩს მოურინიოს რეალი პსვ-ს წინააღმდეგ გამართავს.











