ქართველი მებრძოლის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების აკადემია მერაბ დვალიშვილმა მეგობრებთან, საბა ლაზიშვილთან, ზვიად ლაზაშვილთან და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
ცერემონიას პროფესიონალი მებრძოლები, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მერაბ დავლიშვილის მეგობრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დარბაზის დათვალიერების შემდეგ, წარმატებულმა ქართველმა მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ მერაბ დვალიშვილის აკადემია ქართველი სპორტსმენებისთვის ახალი შანსია და დარბაზში არსებული მაღალი სტანდარტები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონესთან მნიშვნელოვნად დაეხმარება დამწყებ და უკვე პროფესიონალ მებრძოლებს შესაბამის მომზადებასა და საერთაშორის წარმატებაში.
მერაბ დვალიშვილის აკადემიაში რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.
















