დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმების ფონზე, პსჟ შეტევის ხაზში ახალი ფეხბურთელების დამატებას განიხილავს. მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმის გამო, ამ ორი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელთა სატრანსფერო სიაში ერთდროულად 8 ფეხბურთელია, რომლებზეც ენრიკე მიიაჩნევს, რომ ხვიჩას და დეზირეს შეცლვა შეუძლიათ.
პსჟ-ს ინტერესთა სიაში შემდეგი ფეხბურთელები სახელდებიან:
ანტონიო ნუსა (ნორვეგია, ლაიფციგი)
აბდრე ეზალზული (მაროკო, ბეტისი)
ჯანლუკა პრესტიანი (არგენტინა, ბენფიკა)
იბრაჰიმ მაზა (ალჟირი, ლევერკუზენი)
ლუის დიასი (კოლუმბია, ბაიერნი)
ესტევაო (ბრაზილია, ჩელსი)
ნიკო უილიამსი (ესპანეთი, ბილბაო)
ხულიან ალვარესი (არგენტინა, ატლეტიკო)
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ფეხბურთელზე გააკეთებს არჩევანს პარიზული კლუბი. ასევე, ამ ეტაპზე ჩამოთვლილი მოთამაშეების მიმართ პარიზელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, თუმცა ფაქტია, ზამთარში პსჟ მინიმუმ ერთ შემტევს აუცილებლად დაიმატებს.











