მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს 3 ფეხბურთელის დამატება ვითხოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი გუნდს გააძლიერებდნენ.
პირველ რიგში, ეს ჰარი კეინი იყო. მის დასამატებლად ბევრი ვიბრძოლე. ისიც ვიცოდი, რომ ფეხბურთელი სერიოზულად განიხილავდა ჩვენთან თამაშს, თუმცა მისი დამატება ვერ მოხერხდა. რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი, ზუსტი მიზეზი არ ვიცი...
შემდეგ იყვნენ ფრენკი დე იონგი და დეკლან რაისი. ფრენკის შემთხვევაში ყველაფერი გავაკეთე, რაც მევალებოდა. ფეხბურთელს პირადად რამდენჯერმეც ვესაუბრე, მაგრამ საბოლოო ჯამში კლუბმა მის ყიდვაზე უარი თქვა.
რაც შეეხება დეკლან რაისს, ვესტ ჰემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტრანსფერი არ შემდგარიყო.
და ბოლოს, სკოტ მაკტომინეი, რომელიც ჩვენი ფეხბურთელი იყო და რომლის გაყიდვაც არ მსურდა. ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კი შევთანხმდი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კლუბმა შოტლანდიელი მაინც გაყიდა. ამაზე ძალიან გავბრაზდი."















