პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა რუს მოწინააღმდეგესთან ტრილოგიაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.
"მხოლოდ საკუთარი თავით ვარ გაკვირვებული. იცით, რომ გამართლების ძებნა არ მიყვარს, თუმცა უკეთესად ბრძოლა შემიძლია. ვულოცავ იანსა და მის ოჯახს. კარგი ჩხუბი იყო...პიოტრმა დღეს მომიგო და ჩვენ შორის უფრო ძლიერი იყო", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
Merab Dvalishvili classy in defeat 👏 [ #UFC333 | LIVE on @paramountplus ] https://t.co/sGwUJrfVD1
— UFC on Paramount+ (@UFConParamount) October 24, 2026














