ოქროს ბურთის ერთ-ერთი ორგანიზატორი და France Football-ის რედაქტორი ვინსენტ გარსია 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებას იხსენებს.
მოგეხსენებათ, 2024 წელს, ყველას ეგონა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ვინისიუს ჯუნიორი გახდებოდა, თუმცა ეს ჯილდო როდრიმ მოიგო.
ეს ინფორმაცია სამეფო კლუბმა წინასწარ შეიტყო, ბოიკოტი გამოაცხადა და ამ გუნდის ფეხბურთელები დაჯილდოებაზე არ გამოცხადნენ.
"ვიცოდი, რომ ვინისიუსს არ გაუმარჯვია და შედეგები ერთმანეთთან ძალიან, ძალიან ახლოს იყო. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც ორი-სამი ხმა გახლდათ.
კვირას, დილის 10 საათზე, რეალ მადრიდიდან დამირეკეს: ვიცით, რომ ვინისიუსს არ გაუმარჯვიაო.
დღის განმავლობაში ზარების რაოდენობა გაიზარდა და მივხვდი, რომ მათ მართლაც ძალიან ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც, ცხადია, ჩემთვის პრობლემას წარმოადგენდა.
თუ როგორ მივიდა ეს ინფორმაცია რეალ მადრიდამდე, დღემდე გამოცანად რჩება", - განაცხადა გარსიამ.












