დადასტურებულად — მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკს კიდევ ერთ შანსს აძლევს!
ბოლო საათებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ კერიკისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები“ ახალ პოტენციურ მწვრთნელებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ინგლისელი სპეციალისტი გუნდში რჩება და მომდევნო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.
მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო შეხვედრას ჩელსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.











