UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. სკანდალურმა სპორტსმენმა ივარაუდა - ჯასტინ გეიჯისთან წაგების შემდეგ, ქართველი მებრძოლი ვეღარასდროს დაბრუნდება ისეთი, როგორიც ის თეთრ სახლში ჩატარებულ ღონისძიებამდე იყო.
"თოფურიას პატივს ვცემ, თუმცა ნაწილებად დავშლი. ის ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც გეიჯისთან მარცხამდე იყო. განსხვავება ჩვენს შორის? პირველად წავაგე მაშინ, როცა ვიყავი 18 წლის და აღნიშნული წარუმატებლობა დამეხმარა გავმხდარიყავი სწორედ ის მებრძოლი, რომელიც ახლა ვარ.
ილია აქამდე არასდროს დამარცხებულა და მთელი მისი აურა სწორედ ამ ფაქტზე იყო აგებული. ახლა უკვე იცის, რომ მასთან გამარჯვება შესაძლებელია. იმედგაცრუებული ვარ, რომ წაგების გრაფაში მე არ მოვუშალე 0, მაგრამ როცა შევხვდები, მოვუგებ და ქვედა დივიზიონში დავაბრუნებ, დავკმაყოფილდები", - განაცხადა ინგლისელმა მებრძოლმა.














