ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ივარაუდა, რომ ამერიკელი ვეტერანის ხელთათმანებში შესაძლოა რაღაც საგანი ყოფილიყო. აღნიშნული თეორია თვეებია, რაც აქტუალურობას არ კარგავს.
"არ მწყენია ის, რაც თოფურიამ ჩემი ხელთათმანების თაობაზე თქვა. ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების გაკეთება ჩვენი ეპოქის ნაწილია. ეს ყველაფერი ქლიქბეითია, ინტერნეტის ასაფეთქებლად. მეტი ინტერაქცია, ნახვები, პოპულარობა...რას ვიზამთ, ეს ყველაფერი ამ თამაშის შემადგენელი ნაწილია.
მეც მიწევს ამ თამაშში ყოფნა, თუმცა ვცდილობ, რომ ჩემს თავს არ ვუღალატო. შემდეგი მეტოქე? ეს UFC-ის გადასაწყვეტია. ახლა ყურადღების ცენტრშია ცარუკიანი, რომელმაც ეფექტური ნოკაუტით მოიგო. სხვებზე წინ სწორედ ის არის", - განაცხადა "ჰაილაითმა".














![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)


