ჯასტინ გეიჯი თვლის, რომ ილია თოფურია ვეღარ გახდება მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, რადგან ის კონკურენტებს გაბარიტებით ჩამოუვარდება. ამერიკელმა მებრძოლმა ქართველ ოპონენტს ურჩია 66 კილოგრამში დაბრუნება და ალექს ვოლკანოვსკისთან ჩხუბი.
"თოფურია მსუბუქწონოსანი არ არის. ვფიქრობ, ის უნდა დაბრუნდეს ქვემსუბუქში, სადაც მას ვოლკანოვსკის დამარცხების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნება. არ მგონია, რომ ილიამ დაიბრუნოს ქამარი...ცარუკიანს ვერ მოუგებს, პიმბლეტთანაც გაუჭირდება. 70 კილოგრამში დიდი კონკურენციაა.
დიახ, "ელ მატადორს" არ აკლია უნარები, თუმცა მსუბუქი წონისთვის ის ზედმეტად პატარა არის. ჩემი სამომავლო გეგმები? ტრავმები მაქვს მოსაშუშებელი, თოფურიასა და პედისთან ჩხუბებმა ბევრი ენერგია წაიღო და ამიტომ, წლის ბოლომდე დავისვენებ", - განაცხადა "ჰაილაითმა".

















