ისლამ მახაჩევმა დაადასტურა, რომ კარიერის დასრულებასთან ახლოს იმყოფება. მან აღნიშნა, მაიკლ მორალესსა და კარლოს პრატესს შორის მოგებულთან შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელი ჩხუბიც კი იყოს. შეგახსენებთ, აღნიშნული დუელი 77 კილოგრამ დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იქნება.
"მომდევნო ბრძოლა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ბოლო იქნება. ბევრი საუბრობს იმის თაობაზე, რომ პრატესი ჩემთვის ზედმეტად სახიფათოა, მორალესი კი მოსახერხებელი მოწინააღმდეგე. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი მათ ჩხუბს, შემდეგ, საუკეთესო რომ შემხვდეს. ამ შემთხვევაში ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვინ არის მსოფლიოში უძლიერესი მებრძოლი", - განაცხადა დაღესტნელმა.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონიდან ქვესაშუალოში გადასვლის შემდეგ, 35 წლის მებრძოლი ჩემპიონი გახდა ჯეკ დელა მადალენასთან მოგებით, შემდეგ კი მან ქამარი იან მაჩადო გარისთან დაიცვა.
















