გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ალიანს არენაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები, ბაიერნი და დორტმუნდი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე კონრად ლაიმერმა გახსნა და ბაიერნი დააწინაურა. მე-60 წუთზე, სერუ გირასიმ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 6 წუთში დაიო უპამეკანომ რეკორდმაისტერი კვლავ წინ გაიყვანა. 89-ე წუთზე, ფაბიო სილვამ აიღო მასპინძლების კარი და საბოლოო ანგარიშ, 2-2 დააფიქსირა.
ბაიერნი 2-2 დორტმუნდი
გოლები: 1-0 კონრად ლაიმერი (38'), 1-1 სერუ გირასი (60'), 2-1 დაიო უპამეკანო (66'), 2-2 ფაბიო სილვა (89')











