ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ოქროს მედალს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა, ნიკოლოზ დავლაძე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. დაძაბული ფინალის გამარჯვებული დამატებით დროში მიღებულმა შიდომ გადაწყვიტა.
ამავე ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები ლუკა გადელიამ (-60 კგ.) მათე ბერუაშვილმა (-73 კგ.) ნინო ლოლაძემ (-57 კგ.) მოიპოვეს.
















