ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე ფელიქს დიასმა ოქროს ბურთის გამოკითხვაში პირველ ადგილზე არა თავისი თანამემამულე ლამინ იამალი, არამედ ფრანგი კილიან მბაპე გაიყვანა.
მის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დიასმა მბაპეს პირველ ადგილზე გაყვანა ასე ახსნა:
"თუ მკითხავთ, ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს ამ სეზონის დასაწყისში, ულაპარაკოდ ლამინ იამალს გიპასუხებთ, თუმცა თუ გასულ სეზონს ვაფასებთ, მბაპე იამალზე უკეთესი იყო.
არ მიმაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლამინი თავისი ესპანელი თანაგუნდელებისგან გამორჩეული ფიგურა იყო. მსოფლიო ჩემპიონობაში წვლილი მთელმა გუნდმა შეიტანა.
რაც შეეხება მბაპეს, ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საფრანგეთი ნახევარფინალამდე მიიყვანა.
ჩემი აზრით, მბაპე არის მოთამაშე, რომელმაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონე და სტაბილური თამაში აჩვენა", - აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი











