საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გამართული მატჩი ლე ავრსა და პსჟ-ს შორის, სტუმართა მარტივი გამარჯვებით 1:5 დასრულდა.
მატჩს საუკეთესო ფეხბურთელი პარიზელთა მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი იყო. მაროკოელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
პსჟ-ს მხრიდან თითო გოლი მაიულუსა და გოდტსის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მათგანს საგოლე გადაცემა სწორედ ჰაკიმიმ გაუკეთა.
9 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 20 ქულა აქვს და გასაკვირი არაა, რომ უკვე სატურნირო ცხრილის ლიდეირია.











