ოქროს ბურთის ბოლო გათამაშების საბოლოო შედეგები ცნობილია. ორგანიზატორებმა ფეხბურთელების მიერ მიღებული ქულების რაოდენობა რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროეს.
ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს შორის სხვაობა მხოლოდ 28 ქულა აღმოჩნდა.ეს ჯილდოს ისტორიაში მეოთხე ყველაზე მცირე სხვაობაა პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად დაძაბული გამოდგა გამარჯვებისთვის ბრძოლა.
კეინმა საბოლოო შეფასებაში 1 055 ქულა დააგროვა, მბაპემ კი 1 027. სამეულში ასევე მოხვდა ლამინ იამალი 881 ქულით, მეოთხე პოზიცია როდრიმ დაიკავა (726), ხოლო მეხუთე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა (612). ხვიჩა კვარაცხელიამ 541 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.
ოქროს ბურთის გამოკითხვის საბოლოო ათეული:
1. ჰარი კეინი - 1 055 ქულა
2. კილიან მბაპე - 1 027 ქულა
3. ლამინ იამალი - 881 ქულა
4. როდრი - 726 ქულა
5. ლიონელ მესი - 612 ქულა
6. ხვიჩა კვარაცხელია - 541 ქულა
7. უსმან დემბელე - 418 ქულა
8. ერლინგ ჰოლანდი - 378 ქულა
9. მაიკლ ოლისე - 296 ქულა
10. ფაბიან რუისი - 201 ქულა











