შაბათის მატჩის დღის მთავარი მშვენება - დერბი დელა მადონინა, დერ კლასიკერი და მანჩესტერ იუნაიტედის სტუმრობა ლონდონში, ჩელსისთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრებისგან.
მილანი VS ინტერი | 23:45
სერია ა-ს მე-10 ტურისთვის ინტერი თანაქალაქელ მილანზე უკეთეს მდგომარეობაში არის. პირველი ადგილის გაყოფა რომის ლაციოსთან ერთად და ჯერ კიდევ ნული წაგება. "როსონერის" ანგარიშზეა სამი ფრე და ამის გარდა, გასულ ტურში დაფიქსირდა პირველი მარცხიც, 2:4 ბოლონიასთან, თან, შინ.
ორივე გუნდი დერბი დელა მადონინას ხვდება საკადრო პრობლემებით და განსაკუთრებით ეს ითქმის "ნერაძურიზე" - ლაუტარო მარტინესი, ბენჟამინ პავარი, ჯონ სტოუნსი, კერტის ჯონსი და ლუის ენრიკე. რაც შეეხება "დიავოლოს" - ფიკაიო ტომორი, ალექსის სალმაკერსი, მატეო გაბია და სამუელ ჩუკვუეზე.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 243-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 88-ჯერ იმარჯვა "ბიშონემ", 83-ჯერ - მილანმა, 71 თამაში ფრედ დასრულდა. უკვე 7 შეხვედრაა, რაც ინტერნაციონალე ვერ ახერხებს "როსონერისთან" მოგებას: 5 წაგება და 2 ფრე. უკანასკნელი გამარჯვება 2024-ის აპრილით თარიღდება.
დერბი დელა მადონინას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად დღემდე რჩება ანდრეი შევჩენკო, ვინც "ნერაძურის" კარი "დიავოლოს" მაისურით 14-ჯერ აიღო. მოქმედ მოთამაშეებს შორის უკრაინელ ფორვარდთან 9 ბურთით ახლოსაა "ბიშონეს" ამჟამინდელი კაპიტანი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელ შეხვედრას ის გამოტოვებს.
ბაიერნი VS დორტმუნდი | 21:30
პირველი დერ კლასიკერი 1996 წლის შემდეგ, ოქროს ბურთის გამარჯვებულით ბუნდესლიგიდან. 30 წლის წინ, ეს იყო მატიას ზამერი დორტმუნდის ბორუსიადან, წელს კი ჰარი კეინია მიუნხენის ბაიერნიდან. დღევანდელ შეხვედრას ისიც მატებს ხიბლს, რომ 2-ვე კლუბი 17-17 ქულით ლიდერობას იყოფს.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 141-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 72-ჯერ იმარჯვა "რეკორდმაისტერმა", 35-ჯერ - ვესტფალიურმა კლუბმა, 33 შეხვედრა ფრედ დასრულდა. კლასიკერის უკანასკნელ 17 დუელში ალიანც არენას მკვიდრებმა წააგეს მხოლოდ 1-ხელ: 13 მოგება, 3 ფრე და როგორც აღვნიშნეთ, 1 მარცხი.
ჩელსი VS მანჩესტერ იუნაიტედი | 16:30
მატჩი, რომელიც შესაძლოა მაიკლ კერიკისთვის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყოს. ბევრის აზრით, აქამდეც იყო გასაშვები ინგლისელი თავკაცი, მაგრამ პრესაში ვარაუდობენ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" უბრალოდ სხვა შესაფერისი კანდიდატი ვერ შეარჩიეს. სწორედ ესაა ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა ამჟამინდელი დამრიგებლის დარჩენის მიზეზი.
კერიკის გუნდის სეზონის სტარტი არის უბრალოდ კატასტროფული - ექვსი მარცხი, ოთხი ფრე და მხოლოდ ორი გამარჯვება. ბოლო მოგება თარიღდება 10 სექტემბრით, საბაჰთან. ოპტიმალურ ფორმაში არც ჩელსია: 2 გამარჯვება, 3 წაგება და 1 ფრე უკანასკნელ 6 შეხვედრაში. ამის მიუხედავად, ჩაბი ალონსოს ინგლისელი კოლეგისგან განსხვავებით გაშვება ჯერ არ ემუქრება.
დღევანდელ მატჩს გუნდები ხვდებიან საკადრო პრობლემებით, მან იუნაიტედი - ლიუკ შოუ, მანუელ უგარტე, ბენიამინ შეშკო და პატრიკ დორგუ. ასევე საეჭვოა მარკუს რაშფორდის გამოჩენაც. რამდენიმე მოთამაშე აკლიათ ლონდონელებსაც, მათ შორს ემილიანო მარტინესი, რის ჯეიმსი და ჟოაო პედრო.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 196-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 83-ჯერ იმარჯვეს მანჩესტერელებმა, 57-ჯერ - "ლურჯებმა", 55 შეხვედრა ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 19 დუელში "წითელმა ეშმაკებმა" სტემფორდ ბრიჯის მკვიდრებთან მხოლოდ 3 თამაში წააგეს.
შაბათის მატჩის დღე
| ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი | 16:30 | პრემიერ ლიგა |
| ლევანტე - ატლეტიკო | 17:00 | ლა ლიგა |
| ბოლონია - მონცა | 18:00 | სერია ა |
| მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| რაიო ვალეკანო - სელტა | 19:15 | ლა ლიგა |
| უდინეზე - რომა | 21:00 | სერია ა |
| ბაიერნი - დორტმუნდი | 21:30 | ბუნდესლიგა |
| გინგამი - სენტ ეტიენი | 23:00 | ლიგა 2 |
| კარლსრუე - ჰაიდენჰაიმი | 23:30 | ბუნდესლიგა 2 |
| მილანი - ინტერი | 23:45 | სერია ა |
| ბარსელონა - ალავესი | 23:55 | ლა ლიგა |
| სან ხოსე - სოლტ ლეიკი | 01:00 | MLS |











