მადრიდის რეალის გარშემო ტრიალებს მოსაზრება, რომ ეს გუნდი ვინისიუს ჟუნიორის გარეშე ბევრად უფრო ეფექტური და დაბალანსებულია, ვიდრე მასთან ერთად. აღნიშნულ სიტყვებს გამოეხმაურა "სამეფო კლუბის" დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო.
"ვინისიუსის გარშემო არსებული სიტუაცია ასეთია - ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ლა ლიგაში კი ამის საშუალება არ აქვს. მოუთმენლად ველოდები დისკვალიფიკაციის გასვლასა და ჟუნიორის დაბრუნებას, რადგან ჩემთვის ის ძალიან ფასეული მოთამაშეა. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბრაზილიელი ფორვარდის გარეშე რეალი უკეთესია.
აუცილებლად ითამაშებს, თუმცა ვერ შევპირდები იმას, რომ სულ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. პრობლემა არ არის ჩვენს თავდამსხმელში, უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთია ასეთი. შეუძლებელია სეზონი ჩაატარო წარმატებულად, ისე რომ გყავდეს ერთი კონკრეტული შემადგენლობა, როგორც ეს 20 წლის წინ იყო", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.











