სერია ა-ს მე-10 ტურში გაიმართა დერბი დელა მადონინა, რომელშიც მილანმა თანაქალაქელი ინტერი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ბურთი შეხვედრის 1-ელ ნახევარში გავიდა. მატჩის გმირად შეგვიძლია მივიჩნიოთ დიეგო მორეირა, რომელმაც ჯერ გააკეთა 2 ასისტი, შემდეგ კი ჯარიმით მან თავადაც აიღო "ნერაძურის" კარი.
მილანი 3:1 ინტერი
გოლები: 1:0 კრისტიან პულიშიჩი 4', 2:0 ადრიენ რაბიო 10', 2:1 ალესანდრო ბასტონი 22', 3:1 დიეგო მორეირა 43'.











