დღეს დილით NBA-ში კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
მორიგი შეხვედრა ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც საკუთარ კედლებში მაიამი ჰიტს უმასპინძლა. მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც გამარჯვება მასპინძელ გუნდა დარჩა, 138:117.
მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 27:53 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 13 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც დაუმატა.
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას საკრამენტო კინგსთან ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 5 ნოემბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.
![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)











