მაიკლ კერიკს თავისი საფეხბურთო პოზიციიდან გამომდინარე ბევრი გოლი არ გაუტანია - სულ რაღაც 34. პირველი და ბოლო შემთხვევა, როდესაც ინგლისელმა შუახაზელმა შეასრულა დუბლი იყო ის ცნობილი დუელი რომასთან, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა 7:1 მოიგო. ეს მოხდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში, 2006/07-ის სეზონში.
"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა იმ მატჩში გაიტანა სადებიუტო გოლები ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუმ. დიახ, "ჯალოროსისთან" შეხვედრამდე პორტუგალიელ ვინგერს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ბურთი 28 თამაშის მანძილზე ვერ გაქონდა. დღეს, ის აღნიშნული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.
დავუბრუნდეთ კერიკს, ვინც კვლავ დაუპირისპირდება "მგლებს", თუმცა ამჯერად ოლდ ტრაფორდის ბინადრების მწვრთნელის რანგში. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს იყოს ინგლისელი თავკაცის უკანასკნელი შეხვედრა იუნაიტედში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია მისი გუნდი.
უკვე ზედიზედ ცხრა მატჩია, რაც მანჩესტერი გამარჯვებას ვერ ახერხებს. ბოლო მოგება თარიღდება 10 სექტემბრით, ჩემპიონთა ლიგაზე, საბაჰთან. აღნიშნული მოუგებელი სერიის მანძილზე "წითელი ეშმაკები" განადგურდნენ კომოსთან, 1:4, რაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 21-ე საუკუნეში მათი ყველაზე მძიმე წაგებაა.




![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)







