მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ESPN NL-თან ინტერვიუში მანჩესტერ იუნაიტედის პრემიერ ლიგიდან შესაძლო გავარდნაზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის პრემიერ ლიგიდან გავარდნა? პრემიერ ლიგაში ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. მათ კარგი შემადგენლობები და კარგი მწვრთნელები ჰყავთ.
თუ ერთხელ არასწორ გზაზე აღმოჩნდები და მოვლენები შენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან, ძალიან რთული შეიძლება გახდეს“.











