ერთ-ერთ ინტერვიუში მაროკოელმა ჟურნალისტმამუსტაფა ბადრიმ განაცხადა, რომ თავის რეიტინგში პირველი ადგილი პსჟ-სადა მაროკოს ნაკრების მარჯვენა მცველ აშრაფ ჰაკიმის მიანიჭა.
„არ ვაპირებ ამის დამალვას: ჩემმა მაროკოულმა იდენტობამ, ბუნებრივია, გავლენა მოახდინა ჩემს არჩევანზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაწყვეტილებას სპორტული არგუმენტები არ უმყარებდა. აშრაფს არასდროს დაუხევია უკან მაროკოს ნაკრების წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან და არასდროს შეუცვლია გადაწყვეტილება, დაეცვა თავისი ქვეყნის ღირსება.
მისი სტატისტიკა, მოედანზე ნაჩვენები თამაში და გავლენა სრულ საფუძველს მაძლევს, რომ ჩემიგადაწყვეტილებით ვიამაყო. ვამაყობ, გულწრფელად მჯერა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებდა."
მაროკოელმა ჟურნალისტმა ასევე გაამხილა, რომ მას დაუკავშირდნენ უცნობი პირები, რომლებიც ბოლო მომენტში მისი ხმის შეცვლას ცდილობდნენ.
„ხმის მიცემის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე,გარკვეული პირები დამიკავშირდნენ და ჩემი გადაწყვეტილების შეცვლა სცადეს. მათ სურდათ, აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ მიმეცა ხმა და უპირატესობა სხვა ფეხბურთელისთვის მიმენიჭებინა, რომლის ვინაობის გამხელაც არ მსურს. ამ ზეწოლას არ დავნებდი, თუმცა ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ მსგავსი ტიპის კენჭისყრებზე გავლენის მოხდენის მცდელობები ნამდვილად არსებობს", - განაცხადა მაროკოელმა ჟურნალისტმა.
საბოლოოდ, ჰაკიმიმ 2026 წლის ოქროს ბურთისრეიტინგში მე-13 ადგილი დაიკავა და აფრიკელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. თუმცა მისი თანაგუნდელები -ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ფაბიან რუისიმასზე წინ აღმოჩნდნენ და ათეულში მოხვდნენ.












